უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
სამართალი
სასამართლომ გურამ და მაია რჩეულშვილები პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია და გურამ რჩეულიშვილების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
რჩეულიშვილების უფლებების დამცველები პატიმრობას 50-ათასლარიანი გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდნენ, თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი კი, 150-ათასლარიანი გირაოს გადახდის მზაობა გამოთქვა.
თუმცა, როგორც მოსამართლემ მაია შოშიაშვილმა განაცხადა, საქმეში ახალი მნიშვნელოვანი გარემოება არ არსებობს და შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში.
„რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციას, სასამართლომ შეამოწმა, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბრალდებულს სამედიცინო მკურნალობა უტარდება, ქირურგიულ ჩარევაზე კი ბრალდებულმა თავად თქვა უარი“,- აღნიშნა მოსამართლემ.
როგორც გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, „ციხეში ყოფნა პრობლემა არ არის. ლელას მშობიარობის დროს რამე რომ მოუვიდეს, თქვენ დაგადანაშაულებთ“.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი, ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს მიმართა "გთხოვთ, მალე მამა გავხდები, ჩემი მეუღლე არის ორსულად და ამ შემთხვევაში მე ვჭირდები მას და ჩემს შვილს“.
მონიკა დავლიანიძე