უკან

სამართალი

14 აგვისტო, 2017 15:02
font-size

სასამართლომ ყაჩაღობასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ. ბ. და წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ. ა., მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს რ. გ. - ს.

,,თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ტოიოტა სიენტა“, ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები, შემდეგ კი ძალის გამოყენებით ხეზე მიაბეს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა 2016 წლის 6 დეკემბერს ზ. ბ. ქალაქ ქუთაისში, ხოლო გ. ა. ლილოს დასახლებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინათ, ხოლო გ. ა. - ს დამატებით 179-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ. ა. - ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით, ხოლო ზ. ბ. - ს 7 წლითა და 6 თვის ვადით განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

19 ივლისი, 2019 , 16:21

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმ

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს

19 ივლისი, 2019 , 10:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავა

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. „2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თა

იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება - „თავისუფალი საქართველო“

18 ივლისი, 2019 , 15:15

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება: „გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

18 ივლისი, 2019 , 14:30

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს