უკან

სამართალი

14 თებერვალი, 2018 13:05
font-size

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ა. და ლ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს დაახლოებით 11:20 საათზე, ლ.გ.-მ, გ.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკანონოდ შეაღწიეს თ.ს.-ს და ი.მ.-ს ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, თ.ს.-ს და ი.მ.-ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ა. და ლ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. და. ლ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ეს პროტესტი არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ჩვენ არ გვხვდება, არამედ იმას, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად - ძმები გამსახურდიების ადვოკატი

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

„ამ პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც არა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეუძლია, არამედ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს.

შსს-მ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა

15 დეკემბერი, 2018 , 15:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად 1980 წელ

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. ,,გამოძი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

15 დეკემბერი, 2018 , 10:55

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`