უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 მარტი, 2018 11:55
font-size

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში, ზ.თ. ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს რუსთავის ფილიალში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 28 710 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი

18 ივნისი, 2018 , 17:30

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული. როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის საზმაუს ეთერში გაშვებას ითხოვს

18 ივნისი, 2018 , 16:50

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით ის ადვოკატთან ერთა

ანა ნაცვლიშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა დანიშნა

18 ივნისი, 2018 , 16:15

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა დანიშნა. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჭრილობები მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ნივთმტკიცება

საფრანგეთის სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

18 ივნისი, 2018 , 12:20

საფრანგეთის სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და მათ სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. როგორც შინაგან სა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

18 ივნისი, 2018 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება

18 ივნისი, 2018 , 10:45

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება. საუბარია იმ 7 მოსამართლეზე, რომლებიც თანამდებობაზე 2015 წლის 1 აგვისტოს სამი წლის ვადით დაინიშნენ და ვადა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე