უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 სექტემბერი, 2017 12:15
font-size

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი კ.კ. სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს ც.ს.-ს.

,,2017 წლის 30 მაისს, კ.კ.-მ ქ.თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 30 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისმგებლობაში ყაზტრანგაზი, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენი - ადვოკატი

18 იანვარი, 2019 , 11:38

აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ყაზტრანგაზ-თბილისმა პროფესიული გულგრილობა გამოიჩინა. მისი აზრით, კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ჯოხი კომპანიაზე არ უნდა გადატეხ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 იანვარი, 2019 , 11:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციი

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

16 იანვარი, 2019 , 17:49

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლ

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 2 პირი

16 იანვარი, 2019 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მ

EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

16 იანვარი, 2019 , 12:46

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვი

სუსმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

16 იანვარი, 2019 , 10:34

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს