უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 მარტი, 2017 14:00
font-size

სასამართლომ ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის ფაქტზე, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ არტურ მარტინ ბლაუს მის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდავი კომპანია შპს „AB Anneson Akeri“, რომელსაც 2016 წლის ივნისის თვეში ირანიდან ჰოლანდიაში ბრინჯი უნდა გადაეზიდა. ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით. გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომანქანის მისაბმელში, ნარკოტიკული საშუალების შენიღბულად გადაზიდვის მიზნით სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, რომლითაც არტურ მარტინ ბლაუს საქართველო-უკრაინის სატრანზიტო გზით ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეზიდა.

2016 წლის 13 ივნისს სამართალდამცველებმა არტურ მარტინ ბლაუ ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ავტომობილის მისაბმელის იატაკში მოწყობილი სამალავიდან ამოღებულ იქნა 356 ნაწილად დაფასოებული 177კგ და 750,8 გრ. ფხვნილი, რომელიც კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფხვნილში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა 96კგ და 598,67გრ. შეადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი