უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ივნისი, 2018 17:35
font-size

სასამართლომ „ქართული მარშის“ ბრალდებულთაგან ხუთს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ბრალდებულთაგან ხუთს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, ორი კი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩნენ ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გათავისუფლდნენ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ონიანი, რომელიც მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე პროცესი 19 ივნისს 12 :00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-თან პოლიციამ "ქართული მარშის" წევრები ხულიგნობის ბრალდებით 21 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი