უკან
სამართალი
31 მარტი, 2017 12:20
სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, „ამხანაგობა თაბუკაშვილის 88-ის“ ეპიზოდზე, 4-წლიანი პატირმობა შეუფარდა.
რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზიდან აიყვანეს.
მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საქმეზე, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მათ ამხანაგობა"თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს მაია რჩეულიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.
მონიკა დავლიანიძე