უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2017 18:00
font-size

სასამართლომ ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებულები ბ.ბ; მ.ვ; ჯ.მ. და ვ.რ. დამნაშავედ სცნო.

აღნიშნულის შესახებ მთავარი პრეოკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ნ.ჭ., ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ; ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ი.ბ.

,,სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ტერორისტული აქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ, დეტალურად შეისწავლეს მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნეს მილსადენის საყრდენი წერტილები.

2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ. ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2016 წლის 20 აგვისტოს, ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავების მიერ იქნენ დაკავებულნი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ. რომელმაც დანაშაულის აღსაკვეთად რეაგირება არ მოახდინა. სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ი. ბ. და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2017 წლის 19 მაისის განაჩენით ბ. ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით;

ჯ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

მ. ვ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;

ვ. რ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;

ნ.ჭ.-თვის სისხლის სამართლის კოდექსის 25,3231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

ლ.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

ი. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით’’, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20 ნოემბერი, 2018 , 17:37

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყე

პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება

20 ნოემბერი, 2018 , 15:40

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის საქმე გადაისინჯება, ასევე განაჩენის გად

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირ

სუს-მა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მიერ ქრთამის აღების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა

20 ნოემბერი, 2018 , 12:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, თემურ გორგაძის მიერ ქრთამის აღების ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. უწყების განმარტებით, საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებაში გორგაძის დანაშაულებრივი ქმ

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს

20 ნოემბერი, 2018 , 11:40

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ის ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს. დ.ღ.-ის უ

ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`