უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ივლისი, 2017 12:05
font-size

სასამართლომ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული ზ. ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ზ.ლ. ავტომანქანით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდულზე ქვეითად მიმავალ ზ.ჭ.-ს შეეჯახა. ზ.ლ.-მ განსაცდელში მყოფი ზ.ჭ. დაუხმარებლად მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანის შეუჩერებლად მიიმალა. ზ.ჭ. მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზ.ლ. 2017 წლის 3 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას, ასევე, ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

6 ივნისი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნო

თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

6 ივნისი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით

პოლიციამ ქარელში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

6 ივნისი, 2020 , 10:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ერთიდან

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5 ივნისი, 2020 , 15:15

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის

5 ივნისი, 2020 , 11:41

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული

პოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც ორი ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა

5 ივნისი, 2020 , 10:35

თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!