უკან

სამართალი

19 ნოემბერი, 2016 12:55
font-size

სასამართლომ წამებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ოთხი ბრალდებული დამნაშავედ სცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ წამებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ოთხი ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი გოგა არაბული, გივი არაბული, ლაშა ალუდაური და მამუკა გაბახაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ წამებასა და არაერთგზის ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’, მე-7 ნაწილის ,,ე’’ და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 მარტს მამუკა გაბახაძემ, გოგა არაბულმა, გივი არაბულმა და ლაშა ალუდაურმა ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, გოგა არაბულის მართვის ქვეშ მყოფი ,,MITSUBISHI-PAJEROS’’ მარკის ავტომანქანაში, ვითომდა სალაპარაკოდ, ჩაისვეს გივი არაბულის მეგობარი გოდერძი არაბული და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სცემეს, შემდეგ კი ავტომანქანით, სისტემატური ცემის პირობებში, იძულებით გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე გივი არაბულის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული პირები გოდერძი არაბულისგან გივი არაბულის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოების ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ და სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის დასჯის მიზნით ჯგუფურად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს, ყელზე ძლიერად მოუჭირეს პირსახოცი და დახრჩობით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოდერძი არაბული კატეგორიულად უარყოფდა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება, გოგა არაბულმა აღიარების მიღების მიზნით, გოდერძი არაბულს დანით სახის მარცხენა ნაწილი დაუსერა, ხოლო გივი არაბულმა მარცხენა ყური მოაჭრა.

სამართალდამცველებმა გოგა არაბული 2016 წლის 23 მარტს ქ. ბორჯომში, გივი არაბული 2016 წლის 11 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ლაშა ალუდაური 2016 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, ხოლო მამუკა გაბახაძე 2016 წლის 21 ივლისს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ და მე-7 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად არაერთგზის, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გოგა არაბულს და გივი არაბულს 11 წლით, ხოლო ლაშა ალუდაურს და მამუკა გაბახაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ‘’

მამის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა

25 მაისი, 2020 , 11:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შე

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

25 მაისი, 2020 , 10:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდე

გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

25 მაისი, 2020 , 10:15

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. გიორგი რურუას ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე მოწმედ წარმოდგენილნი იქნებიან პოლიცი

თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს

25 მაისი, 2020 , 10:15

25 მაისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყველა მას

გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

23 მაისი, 2020 , 17:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელი - მ. დ დააკავეს. დანაშაული

საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

23 მაისი, 2020 , 14:37

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის, საიას მოწოდება, არ შეეტანა ინიცირებული ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მესამე მოსმენით მხარი