უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 სექტემბერი, 2016 18:50
font-size

სასამართლომ ბრალდებულ ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და ტარებისთვის ბრალდებული ესტატე მინდოდაური დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გლდანის დასახლებაში ესტატე მინდოდაურსა და მის მეგობარს კახი ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ ძმებ თორნიკე და თენგიზ ვარდანაშვილებთან, ასევე მათ მეგობრებთან - ლევან ხოკერაშვილთან და ლაშა ხართიშვილთან. აღნიშნულზე განაწყენებული ესტატე მინდოდაური დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით, სხეულის სხვადასხვა არეში თორნიკე ვარდანაშვილს ხუთი, ხოლო ლევან ხოკერაშვილს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ვარდანაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლევან ხოკერაშვილის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ესტატე მინდოდაური დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თიანეთის რაიონში დააკავეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თათბირის დაწყებიდან 4 საათსა 30 წუთში ესტატე მინდოდაური სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ოთხივე ბრალდებაში, აქედან ერთხმად სცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნო 8 ხმით ოთხის წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტატე მინდოდაურს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი