უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 სექტემბერი, 2016 17:30
font-size

სასამართლომ ბრალდებულ დავით ბეჭვაიას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით, სამი პირის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული დავით ბეჭვაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 თებერვალს დავით ბეჭვაია მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა პირუტყვით მოვაჭრე პაატა ჩუბინიძეს და თითქოსდა გასაყიდი პირუტყვი ჰყავდა, პაატა ჩუბინიძე მოტყუებით დაიბარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში. მეორე დღეს, 10 თებერვალს, პაატა ჩუბინიძე მერაბ აბესაძესთან და გიორგი ფირჩხაძესთან ერთად, შეთანხმებისამებრ დილის ათი საათისთვის მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სოფელ ხეცერაში ჩავიდა და დავით ბეჭვაიას შეხვდა. დავით ბეჭვაიამ პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ტყის მასივისკენ გაიტყუა და „MAKAROV PM“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, სამივე პირს სხეულის სხვადასხვა არეში ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ადგილზე გარდაიცვალნენ. დავით ბეჭვაია დაეუფლა პაატა ჩუბინიძის კუთვნილ 1920 ლარს და 10 აშშ დოლარს, გვამები ბუჩქნარში გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დავით ბეჭვაია 2016 წლის 12 თებერვალს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჭვაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი