უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ივნისი, 2016 12:30
font-size

სასამართლომ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, ბრალდებულების: ვასილ ლ-ს, ლევან ქ. და შოთა ხ.-ს მიმართ.

სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ნაწილში, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სამივე მათგანს, ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. მათვე, 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

ასევე, ბრალდებული ვასილ ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადებაში, (კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მიზნით) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ამ დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 4 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვასილ ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ბრალდებული შოთა ხ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სხვისი ნივთის გაფლანგვაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა - 150 000 ევროს ოდენობით, არ იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.’’

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი