სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
04.05.2012 17:38
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ლეიბორისტები აპროტესტებდნენ ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამ უკანსკნელმა პარტიის მოთხოვნა: ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა.
”ეს იყო მასკარადი სასამართლო სხდომის სახით, რომელმაც ამერიკის მარიონეტების ივანიშვილისა და სააკაშვილის კომისიის წევრების გადაწყვეტილება არ ჩატარებულიყო რეფერენდუმი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე, ძალაში დატოვა”, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.
მისივე თქმით, მოსამართლეს ლეიბორისტების სარჩელზე არც კი უმსჯელია.
“მან უბრალოდ წაიკითხა წინა დღით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგენილი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა გუგავამ.


















