უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
სასამართლოს გაჯანსაღება და რეფორმების გაგრძელება სჭირდება -თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, შემოდგომაზე დღის წესრიგში გარკვეული ინიციატივები დადგება, რომელმაც ნაწილობრივ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს უპასუხებს.
„სასამართლოს რეფორმის კუთხით ბევრი რაღაც რომ არის გასაკეთებელი, ამას დიდი დავა არ სჭირდება. ბევრი საკითხი ჩვენს დღის წესრიგშიც დგას. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი მუშაობს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას ეხება. არის ასევე მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, დისციპლინურები და ამ თვალსაზრისით საბჭოს როლის თემებიც. ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე გარკვეული ინიციატივები უკვე დღის წესრიგში დადგება, რომელმაც ნაწილობრივ იმ პრობლემებს მაინც უნდა უპასუხოს, რაც არის. ჩვენი როლია, რომ კანონმდებლობა გავმართოთ და კანონმდებლობა სწორი იყოს. სასამართლოს გაჯანსაღება და რეფორმების გაგრძელება სჭირდება. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის ალტერნატივა არ არსებობს. რეფორმებს სათავეში თავად პარლამენტის თავმჯდომარე უდგას“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით.