უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 იანვარი, 2019 18:10
font-size

სასამართლოს რეფორმა არის ევროკავშირში ჩვენი მომავლის საწინდარი - სალომე ზურაბიშვილი

სასამართლოს რეფორმა, სასამართლოს ნდობა არის ჩვენი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში ჩვენი მომავლის საწინდარი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სასამართლოს მიმართ უნდა არსებობდეს ნდობა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მხრიდან.

„ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და სწორედ ეს არის, რაც განაპირობებს ჩვენი შემდეგი თაობების მომავალს. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს დიდი ყურადღებით ამ პროცესის მიმართ, თუ რა სისწრაფით იქნება შემოტანილი რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ განვითარდება და როგორ ეკიდება საზოგადოება ამ რეფორმას. ამ კუთხით, მე არა ვარ არც ინდეფერენტული არც ნეიტრალური, ვარ დიდი მომხრე ამ რეფორმის და ვიქნები ბოლომდე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საკუთარ შეხედულებებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მისგან მიუღებელი იქნება, რომ რომელიმე მოსამართლეზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ჩემგან მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ შეიძლება იცით და ბევრმა სხვა საზოგადოებაში. როგორც პრეზიდენტს არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია, არც იმის მიმართ, როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც შეადგენს ხვალ უზენაეს სასამართლოს. ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს, ამდენად მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მივესალმები, რომ ეს პროცესი გადატანილია სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულებს მისცემს დროს, რათა გაიაზრონ კრიტერიუმები, ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცესის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა - გიორგი ჩაკვეტაძე

25 ივნისი, 2019 , 17:56

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლ

ძალადობისა და უსამართლობის მიმართ საზოგადოების აღშფოთებასა და პროტესტს ხელისუფლებამ უპასუხა სიყრუით - ნატო ჩხეიძე

25 ივნისი, 2019 , 17:15

ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესის გამო კიდევ ერთხელ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუმართლებლის გამართლება და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალადობრივი და უკანონო ქმედების გათეთრება და სასწრაფოდ შეთხზუ

შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი - ბიძინა გეგიძე

25 ივნისი, 2019 , 15:55

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძემ პარლამენტშ

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის კონკრეტული პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა - სოფო კილაძე

25 ივნისი, 2019 , 15:40

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის კონკრეტული პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა, - ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომა

ეკა ბესელია უმრავლესობას: რა გინდათ, თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი „მოსულა“? ეს არის თქვენი ლოგიკა?

25 ივნისი, 2019 , 15:10

თქვენ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში? თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია? - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდ

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

25 ივნისი, 2019 , 14:45

პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ყავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ თანაგუნდელი ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. მათ კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი.