უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2017 14:45
font-size

სასამართლოს რეფორმა უნდა გაგრძელდეს - სახალხო დამცველი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

სახალხო დამცველის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ომბუდსმენის შეფასებით, ამაზე მიანიშნებს სისტემაში არსებული ხარვეზები. მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარის/პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ შესაძლო ზეწოლისა და მოსამართლეთა შორის იერარქიული განსხვავების საფრთხეს ზრდის.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება კანონის დარღვევით მოხდა.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, საერთო სასამართლოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პრობლემებზე, მოწმეების იძულებით დაკითხვაზე, ბრალდებულების უფლებების დარღვევასა და ნაფიც მსაჯულთა სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.
„მედიანიუსი“ ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:

„2016 წელს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების თვალსაზრისით გამოვლენილი ხარვეზები აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება აუცილებელია.

მიუხედავად რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული რიგი დადებითი ცვლილებებისა, სამწუხაროა, რომ კვლავ უცვლელი დარჩა პროცედურა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის/პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უტოვებს; იგივე უნდა ითქვას იმ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო სასამართლოების 9 მოსამართლე წევრიდან 5 წევრი შესაძლებელია პარალელურად იყოს კოლეგიის, პალატის ან სასამართლოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარეების ასეთი მაღალი წარმომადგენლობა მათ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს წარმოშობს და სასამართლო თანამდებობის პირების მიერ შეთავსებით რამდენიმე თანამდებობის დაკავება ზრდის მოსამართლეთა შორის არსებულ იერარქიას.
წინგადადგმული ნაბიჯია საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის კანონმდებლობაში ასახვა, თუმცა, აუცილებელია არ მოხდეს მისი ამოქმედების გადავადება.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და გამოავლინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, რაც მართლმსაჯულების ამ მნიშვნელოვანი ორგანოს მუშაობის ხარვეზებს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენეს.

გასული წლების მსგავსად 2016 წელს კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვის არაგონივრულად გაჭიანურება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაირღვა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“, სადაც პროკურატურამ დაცვის მხარეს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება დააკისრა, მაშინ როცა თავად ბრალდება საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დეტალებს ახმოვანებს, რითიც არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულს.

საანგარიშო პერიოდში ნათლად გამოჩნდა საერთო სასამართლოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პრობლემები, როდესაც საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს ითვალისწინებენ და მოტივაციასა და განმარტებებს უყურადღებოდ ტოვებენ.

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს არაგანჭვრეტადი მუხლის კონსტიტუციურობის შეფასების მიზნით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. კერძოდ, ე.წ. „კაბელების“ საქმის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გაფლანგვის საკანონმდებლო ნორმა არ არის განჭვრეტადი და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.

სახალხო დამცველი საპროცესო კანონმდებლობის განუხრელ დაცვასა და მოწმეთა ნებაყოფლობითი გამოკითხვის დანაწესის უზრუნველყოფას ითხოვს, რადგან საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები როცა მოწმეები პოლიციელების მხრიდან მათ იძულებით გამოკითხვაზე მიუთითებდნენ.

საანგარიშო პერიოდში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული საქმეების შესწავლის შედეგად დაფიქსირდა პრაქტიკასა და კანონმდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. იყო შემთხვევა, როცა სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევამ დააზიანა ბრალდებულის პატივი და ღირსება, დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა. დადგინდა, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ნაფიც მსაჯულებს დაიცავს საზოგადოებისა და მედიის ზეწოლისგან; კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის კანონიერების საკმარის გარანტიებს და ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის რისკი საკმარისად არ არის შეზღუდული.

სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი დარღვევისა და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, საერთო სასამართლოებს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან

26 მაისი, 2020 , 17:25

  საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინ

კახა კოჟორიძე კახა კალაძეს: რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი

26 მაისი, 2020 , 17:01

„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები. კოჟო

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

26 მაისი, 2020 , 16:48

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. &bdquo

დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა - მამუკა ხაზარაძე

26 მაისი, 2020 , 16:21

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი,

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ

26 მაისი, 2020 , 15:45

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართ

არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს - გიორგი გახარია

26 მაისი, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ