უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „შეგინში“ ჩატარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის სახლში 1000-ზე მეტი ვაზნა და კალაშნიკოვის ავტომატი აღმოაჩინეს
უკრაინის ნაციონალური პოლიციის წარმომადგენლებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ შეგინში 10 სექტემბერს ჩატარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის სახლში კალაშნიკოვის ავტომატი და 1000-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩინეს. ინფორმაციას „Українські Новини“ ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„13 სექტემბერს პოლიციელებმა სანქცირებული ჩხრეკა ჩაატარეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ შეგინში ჩატარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის სახლში და აღმოაჩინეს კალაშნიკოვის ავტომატი და 5.45 მილიმეტრიანი 790 ვაზნა და 7.62 მილიმეტრიანი 301 ვაზნა“, -ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღმოჩენილი იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილია.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს სასაზრვრო პუნქტ „შეგინის“ გავლით მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა. 12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ მან ხელი მოაწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.
პროტოკოლია შედგენილი აქციაში მონაწილე კიდევ 69 პირის მიმართ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

