უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 11:55
font-size

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიულად დაეშვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, დღეს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ და ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.

„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულთა მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

საერთაშორისო ექსპერტებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა გამჭვირვალეა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა სრულიად გამჭვირვალეა და მოსახლეობისთვის სადრთხეს არ წარმოადგე

თბილისის ვიცე-მერის თქმით, სანამ ფონიჭალაში ყველა საფრთხე აცილებული არ იქნება, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვიდრე ყველა რისკი თავიდან აცილებული არ იქნება, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ. მისივე თქმით, ექსპერტების მუშაობის დას

მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაათვალიერა.  “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამ

ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, არამედ ბაქტერიაზე, შესაბამისად, ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკებ

ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები, აქცია გაიმართება

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  ორგანიზებით, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები აქცია გაიმართება. ,,18 ნოემბერს, კვირას, 14:00 ს

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია დასრულდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.  პროექტის ფარგლებში, რკინაბეტონის 4 კმ სიგ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`