უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ნოემბერი, 2020 10:55
font-size

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით,სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.

“ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.

რეგულარული რეისების დანიშვნის შემდეგ, თუშეთში, ზამთრის პერიოდში 2-ჯერ მეტი მოსახლე რჩება. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ამავე კლინიკაში მკურნალობდა. "ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მ

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 ნოემბერი, 2020 , 17:50

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა

20 ნოემბერი, 2020 , 10:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შ

ბათუმში კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 21:36

გუშინ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ეს სამე

ბათუმში ექიმი და ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 15:15

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, იგი 9 დღის განმავლობაში ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის შე

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

17 ნოემბერი, 2020 , 16:55

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავ