უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააჯარიმა 19.07.2012 11:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააჯარიმა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ზომამცირე გემით დარღვევის ფაქტზე.

იპოლიტე ძნელაძეს, თამაზ ახობაძეს და ავთანდილ გოგიბერიძეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად, ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 300 ლარის ოდენობით.