უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2017 15:30
font-size

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ტრენინგი “პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი „პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო. ტრენინგი უწყების სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში 2“ ფარგლებში ტარდება.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე დაესწრნენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრში შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ტრენინგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. სწავლების მიზანია პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებისა და მოადგილეების ინფორმირება დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სწავლების პირველ ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენცია პენიტენციურ სისტემაში. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ სისტემაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, სამინისტრო ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან ერთად ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში“.

„ექსპერტებისგან მოვისმენთ კვალიფიციურ მოსაზრებებსა და ანგარიშს. ვფიქრობ, აღნიშნული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რადგან მათ უშუალო შეხება აქვთ პატიმრებთან. მათ ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეს მხრივ უსაფრთხოებისა და სარეჟიმო ნორმების შენარჩუნება, რათა ოქროს შუალედი არ დაირღვეს,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მოხარულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის შესაძლებლობით.

„აღნიშნული ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციური სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს როგორც ევროპულ, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია იმით, რომ პენიტენციური სისტემისთვის ეროვნული სამოქმედო სტრატეგია შემუშავდება. ასევე, გაუმჯობესდება პენიტენციური დაწესებულებების მმართველი რგოლების შესაძლებლობები,“-განაცხადა ანა ზეცმა.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებათა დაცვა.

„ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყანას პირველად აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და ამ სტრატეგიის ნაწილია ადამიანის უფლებები და სასჯელაღსრულების სისტემა. შეუძლებელია ეფექტიანი მართვის განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე და იმ სტანდარტების გათვალისწინების გარეშე,რომელთაც მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა დირექტორების სახით მიიღონ განახლებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსა და მართვის სისტემაზე პენიტენციური დაწესებულებების, მეორეს მხრივ კი ვისაუბროთ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან,“-განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.

პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ოქტომბერში განხორციელდება.

ვგმობთ ჟურნალისტების უკანონო მოსმენის პრაქტიკას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2338 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავა

მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენითაა გაჯერებული - კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ანგარიში

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კომუნიკაციების კომისია მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. პირველ შუალედურ ანგარიშში წერია, რომ მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული. კომუნიკაციების მარეგული

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. „2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონი

წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ „ემპათიამ“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

ცენტრმა „ემპათიამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ემპათიადან" აცნობეს. როგორც ინფორმაციაშია აღ