უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 14:10
font-size

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა და თვითდაზიანების მიყენება სწორედ მათი ჩვენებებით დგინდება.

“მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის , 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს.” - ნათქვამია განცხადებაში.

2017 წელს საქართველოში სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევაა რეგისტრირებული

20 თებერვალი, 2018 , 17:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში სუიციდისა და სუიციდის მცდელობის 630 ფაქტი დაფიქსირდა. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, შსს-ს მიერ ქ

Social Impact Award პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართა

20 თებერვალი, 2018 , 14:55

Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის გახსნითი ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა.  Social Impact Award (სია) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწა

ფილარმონიასთან კერძო კომერციული ავტოსადგომი აშენდება - ირაკლი ხმალაძე

20 თებერვალი, 2018 , 14:55

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე 180-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კერძო ინვესტიციის

კახა კალაძემ მოადგილეებს იმ ბაღების დროულად რეაბილიტაცია დაავალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

20 თებერვალი, 2018 , 14:10

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს იმ ბაღების დროულად რეაბილიტაცია დაავალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მოადგილეებს კახა კალაძემ დავალება თბილისის მთავრობის სხდომაზე მისცა. „ჩვენ დაწყებული გვაქვს

„112“ ახალი, უფრო სწრაფი და ზუსტი შიდასაკომუნიკაციო პროგრამით ისარგებლებს

20 თებერვალი, 2018 , 13:55

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფის უზრუნველსაყოფად, შიდა საკომუნიკაციო პროგრამა დაინერგა. აღნიშნული პროგრამით 112-ში შესული შეტყობინ

სამედიცინო სამსახურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო - ამირან გამყრელიძე

20 თებერვალი, 2018 , 13:55

ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმასთან გვქონდა საქმე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების კომენტირებისას. მისი თქმით, ქვეყანაში წელიწადში