უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

17 დეკემბერი, 2021 08:26
font-size

დღის კალენდარი - 17 დეკემბერი

წლის 352-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 14 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ბარბარობა

ხსენება დიდმოწამე ბარბარესი და მოწამე იულიანესი (დაახლ. 306); ღირსი იოანე დამასკელისა (დაახლ.760); ღირსი იოანე პოლივოტელ ეპისკოპოსისა (VIII).

წმიდა დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ევნო ქრისტეს სახელისათვის. მისი მამა, წარმართი დიოსკორე ადრე დაქვრივდა და გადაწყვიტა ბარბარე უცხო თვალთაგან ფარულად აღეზარდა. ამისათვის მან თავის მამულთან ახლოს კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა მისი წარმართი აღმზრდელი მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ყრმა ბარბარე თანდათანობით სულ უფრო ღრმად უფიქრდებოდა სამყაროს არსებობის მიზეზსა და მის შემოქმედს და სურვილმა ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობისა ისე შეიპყრო სული ბარბარე ქალწულისა, რომ გადაწყვიტა მხოლოდ ამ მიზნისათვის მიეძღვნა თავისი ცხოვრება და უმანკოებით გაეტარებინა იგი. ქალაქში ბარბარემ მალე გაიცნო ქრისტეს სარწმუნოების აღმსარებელი ქალიშვილები. რამდენიმე ხნის შემდეგ, ღვთის განგებით, ილიოპოლში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა ალექსანდრიიდან, რომელმაც წმიდა ნათლობის საიდუმლო აღასრულა ბარბარე ქალწულზე.

წმიდა ბარბარემ მოუთხრო დიოსკორეს თავის მიერ სამპიროვანი ღმერთის, ღვთის ძის მაცხოვნებელი ძალისა და კერპთაყვანისმცემლობის ამაოების შეცნობის შესახებ. დიოსკორე სასტიკად განცვიფრდა, გონდაკარგულმა მახვილიც კი იძრო, მაგრამ ქალწული გაექცა მამას. ისინი მალე მთას მიადგნენ, რომელიც შუაზე გაიპო და დიდ ნაპრალში შეიფარა წმიდა ბარბარე. ასე დაუსხლტა, ღვთის შეწევნით, ქალწული მამას და მთის ერთ მღვიმეში დაიწყო ცხოვრება. მამამ მაინც მიაგნო წმიდა ბარბარეს, შეუბრალებლად სცემა, დიდხანს აშიმშილებდა და ქალაქის განმგებელს მარტიანეს გადასცა იგი. მისი ბრძანებით წმიდა ბარბარე სასტიკ სატანჯველთ სწიეს. იმ ხალხთა შორის, რომელნიც წმიდანის ტანჯვა-წამებას ესწრებოდნენ, წმიდა იულიანეც იყო. მანაც საჯაროდ აღიარა რწმენა ქრისტესი. ბოლოს ქრისტეს რწმენის ამ მტკიცე აღმსარებელთ _ წმიდა დიდმოწამე ბარბარესა და მოწამე იულიანეს თავები მოჰკვეთეს. წმიდა ბარბარეს საკუთარმა მამამ, დიოსკორემ მოჰკვეთა თავი. ორივე მტარვალი _ დისკორეც და განმგებელი მარტიანეც ცათაგან მოვლენილმა ცეცხლმა მოაშთო.

VI საუკუნეში დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, ხოლო XII საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენის დროს, ღვთის განგებით იგი რუსეთში მოხვდა: ხელმწიფის ასული ბარბარე რუს მთავარ მიხეილ იზიასლავის ძეზე დაქორწინდა და დიდმოწამის წმიდა ნაწილებიც თან წაიღო კიევში, სადაც ისინი დღემდე განისვენებენ კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში.

დაიბადნენ:

1525 _ ჯოვანი პერლუიჯი დე პალესტრინა, დიდი იტალიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1594 წელს.

1833 _ ჰენრიხ ვილდი, შვეიცარიელი ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი. გარდაიცვალა 1902 წელს.

1842 _ ერნესტ ლავისი, ფრანგი ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1922 წელს.

1867 _ ადოლფ დირი, გერმანელი ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, პროფესორი. პირველი საენათმეცნიერო-კავკასიისმცოდნეობითი ჟურნალის (`ჩაუცასიცა”) დამაარსებელი. გარდაიცვალა 1930 წელს.

1867 _ შიო არაგვისპირელი, მწერალი, გარდაიცვალა 1926 წელს.

1918 _ ირაკლი ციციშვილი, არქიტექტორი, აკადემიკოსი, გარდაიცვალა 2001 წელს.

1925 _ ოთარ კობერიძე, თეატრისა და კინოს მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1830 _ სიმონ ბოლივარი, სამხრეთ ამერიკის ესპანური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაური.

1881 _ ლუის ჰენრი მორგანი, ამერიკელი ეთნოგრაფი და არქეოლოგი.

1907 _ უილიამ ტომსონი, ინგლისელი ფიზიკოსი, თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1976 _ არჩილ ხარაძე, გამოჩენილი მათემატიკოსი, საქართველოში მათემატიკური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მოვლენები:

1777 _ საფრანგეთმა აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა.

1790 _ მეხიკოში აღმოაჩინეს აცტეკების ქვის კალენდარი.

1929 _ ბოლშევიკების ბრძანებით მოსკოვში ააფეთქეს ჩუდოვის ტაძარი.

1957 _ აშშ-მ გამოსცადა პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა `ატლასი”.

1962 _ `ბითლზების” პირველი გამოსვლა ტელევიზიით.

1971 _ ინდოეთ-პაკისტანის ომის დასასრული. აღმოსავლეთ პაკისტანი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეშის სახელწოდებით.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბუთანი — ეროვნული დღე.

ყაზახეთი — ხსოვნის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი