უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება - კახა კალაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ახალ კონცეფციას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებების პრეზენტაციაზე.

ინკლუზიური ქალაქის კონცეფციაზე დეტალურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

იონათამიშვილის განცხადებით, კონცეფციის უმთავრესი მიზანი იქნება შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, შეფასება და ინდივიდუალური ადაპტირების პროექტების განხორციელება.

მისივე თქმით, საფეხმავლო გზებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები, რითაც თანაბრად ისარგებლებენ, როგორც ეტლით მოსარგებლე პირები, ასევე უსინათლო, მხედველობის პრობლემისა და ქცევის დარღვევის მქონე პირები; მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების ადაპტირება კი უნივერსალური დაპროექტების პრინციპით მოხდება.

უმრავლესობის წევრმა ავტოპარკის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტობუსებში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის, ასევე, დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირების პროექტზე მუშაობა და მისი განხორციელება.

რაც შეეხება სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებას, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ბავშვს თავიდანვე ეძლეოდეს სწორი განვითარების საშუალება და იძენდეს ინკლუზიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილებას. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აღნიშნული კონცეფციია თბილისის საბავშვო ბაღებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განხორციელებასაც ითვალისწინებს, რისთვისაც სპეციალური პედაგოგები შესაბამისად მომზადდებიან.

„ინკლუზიური ქალაქის პროექტი საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ მერწმუნეთ, მნიშვნელოვანი წარმატებები გონივრული ამბიციის გარეშე არ განხორციელდება, მით უფრო, როცა ეს თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თითოელი პირისა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ