საზოგადოება
სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - „ჯივიპი“
„ჯივიპი“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს
წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას
7 ნოემბერი, 2025 , 20:22
საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია
7 ნოემბერი, 2025 , 16:16
გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან- პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
7 ნოემბერი, 2025 , 14:28
აღმოაჩინეთ ბიზნეს 360° — საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის შესაძლებლობებს ქმნის
7 ნოემბერი, 2025 , 11:42
eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა
6 ნოემბერი, 2025 , 19:10
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრამე გრძელდება
6 ნოემბერი, 2025 , 15:36

