უკან

რეგიონები

3 იანვარი, 2018 17:40
font-size

სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება - დიმიტრი ქუმსიშვილი

დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა. ბოლო 5 წლის განმავლობაში აკადემიაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის სასწავლო-საწვრთნელო გემის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალზე.

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება. სასწავლებელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გემი პრაქტიკულად გამზადებული იყო გასაყიდად, მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა". პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება.

გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ამ დრომდე არ გააჩნდა. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია, ბათუმის, ზუგდიდის, თბილისისა და გორის  შემდეგ,  ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა. ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრ

სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა

15 ოქტომბერი, 2019 , 14:25

კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ოცწლიანი პაუზ

სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათი

გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დღეს გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, დღეს, 13 საათიდან გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდება. დღესასწაული კირიონ II - ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგ

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშ