სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლების სია გამოქვეყნდა
09.05.2012 18:48
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლების სია გამოაქვეყნა. მათი ნუსხა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდა. გამარჯვებული სკოლები ნუსხა საგნების მიხედვით გამოქვეყნდა.
გამარჯვებული სკოლები შესაბამის კლასებში მოსწავლეთა და ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობითა და მონაწილეების მიერ მიღებული შედეგების გათვლისწინებით განისაზღვრა.
ოლიმპიადაში 200 000–მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყველა საგანში 2009 წლიდან ტარდება. მას გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. მისი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის\საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენაა.

















