უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 დეკემბერი, 2016 18:35
font-size

სასწრაფო დახმარების სამსახურებში გუშინდელი მდგომარეობით შესულ 550 ზარზე რეაგირება ვერ მოხერხდა - დავით სერგეენკო

გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეპიდემიოლოგიური ვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, ეს არ არის ეპიდემია, მას თავისი მახასიათებელი აქვს - 500-ზე მეტი დაავადებულია 100 ათას მოსახლეზე, ახლა კი 254 ფიქსირდება. თუმცა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსხურებში გაიზარდა, პროტოკოლი ამოქმედდება.

,,ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ახლა საბედნიეროდ გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში გუშინდელი მდგომარეობით 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, რომ გრიპის სიმპტომებისას სასწრაფოს ნაცვლად, ოჯახის ექიმს მიმართონ.

დავით სერგეენკოს ინფორმაციითვე, სასწავლო დაწესებულებებში ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედება და თუ 40%-ზე მეტი იქნება ბავშვების არდასწრება, სამი დღით დაიკეტება დაწესებულება.

ნინო ექვთიმიშვილი

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

27 ივნისი, 2019 , 15:49

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლ

ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიცირების ცენტრი გაზის სექტორისთვის კვალიფიციურ პერსონალს მოამზადებს

27 ივნისი, 2019 , 12:38

„დღეს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ სერტიფიცირების ცენტრი, სადაც გაზის მეურნეობისა და გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მომზადდება კვალიფიციური პერსონალი. საფრთხე, რომ ჩვენს ოჯახებში

გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს - ნათია თურნავა

27 ივნისი, 2019 , 12:15

„იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს“ - ამის შესახე

მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან - ნათია თურნავა

27 ივნისი, 2019 , 12:15

საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ს

ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა მითი, რომ მწერლის სახლი უქმდება - ირმა რატიანი

27 ივნისი, 2019 , 12:15

„მწერლის სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით“, - აცხადებს „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი ირმა რატიანი და გაუგებარს უწოდებს გავრცე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით 9 კანდიდატმა ჩააბარა

27 ივნისი, 2019 , 11:32

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა 9 კანდიდატმა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფი

ვიდეო გალერეა

`მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე` - ზაზა ოქუაშვილის პოზიცია ლონდონიდან, გადაცემაში `360 გრადუსი`