უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2023 09:58
font-size

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. გამარჯვებულები ამავე კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გაიმართა.

სხვა სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

1. 2023 წლის აღმოჩენა -- „ოლიმპიური იმედი“ (გოგონა) -- მარიამ რაგიმოვი. ის არის ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე;

2. 2023 წლის აღმოჩენა -- „ოლიმპიური იმედი“ (ვაჟი) -- გიორგი თოხაძე, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია;

3. 2023 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი -- საქართველოს ძიუდოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გუნდი -- 2023 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპისა და მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი;

4. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში -- თორნიკე შენგელია -- საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი;

5. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი -- ანასტასია გუბანოვა -- ფიგურულ ციგურაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონი;

6. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი -- ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია;

7. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის დაჯილდოვდა სანდრო ბაზაძე -- 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავე;

8. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად კი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ის არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შვიდგზის მსოფლიოსა და ასევე შვიდგზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდსმენი. ლაშა ტალახაძეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მეშვიდედ ერგო. მას ასევე გადაეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპეციალური ჯილდო;

9. ქართული სპორტის სიამაყე გახდა ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე -- ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, 9 ოლიმპიური თამაშის მონაწილე. მან ამავე თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია მეათედაც მოიპოვა;

10. ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრიზი გადაეცა დამსახურებულ სპორტულ ჟურმალისტ დავით ქლიბაძეს;

11. ოლიმპიური სპორტის მთავარ მხარდამჭერად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი