უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2017 13:20
font-size

სასტუმრო „ჰოლდეი ინ“-ში მრგვალი მაგიდა ,,პუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ გაიმართება

სასტუმრო „ჰოლდეი ინ“-ში ხვალ, 15:00 საათზე ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერით გამართავენ მრგვალ მაგიდას სახელწოდებით ,,პუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“.

ღონისძიება ხორციელდება გლობალური ფონდისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროექტების მხარდაჭერით.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, მსოფლიოში დაგროვილი ცოდნა და განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ სადამსჯელო ღონისძიებებთან შედარებით დახმარების და ზრუნვის პროგრამები გაცილებით ეფექტურია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.

,,საქართველოში ბოლო წლებში გარკვეული დადებითი ძვრები აღინიშნება ნარკოლოგიური სერვისების მიწოდების კუთხით. გაიზარდა მკურნალობის და პირველადი რეაბილიტაციის სახელმწიფო დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე მეტი ადამიანის ჩართვა მკურნალობაში. გაიზარდა ზიანის შემცირების პროგრამების დაფარვა, რაც აისახა ქვეყანაში აივ/შიდსის ახალ შემთხვევებს შორის ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით განპირობებული შემთხვევების წილის შემცირებაში.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ, ფოკუსი ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელზე და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა, განაპირობებს მკვეთრ დისბალანსს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში იზრდება. ამ მაჩვენებელით (50,000, ზრდასრული მოსახლეობის 2.02%) ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანების მხოლოდ 10%-ს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს სამკურნალო პროგრამებში. წამალდამოკიდებულების მკურნალობის საკვანძო ელემენტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სრულფასოვანი რეზიდენტული სარეაბილიტაციო დაწესებულება. არ არსებობს პაციენტების სტაციონარული მკურნალობის შემდგომი მოვლისა, თუ რეინტეგრაციის ინსტიტუციური მექანიზმები.

შეხვედრაზე მონაწილეები ქვეყანაში წამალდამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობისთვის აუცილებელი სამედიცინო და ფსიქო-სოციალური სერვისების შექმნა/გაფართოვების და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს განიხილავენ. მრგვალი მაგიდა ასევე ხელს შეუწყობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას’’, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი