საზოგადოება


სასტუმრო „ლეოგრანდი“ დააჯარიმა შსს-ის სამაშველო სამსახურმა და არა ტურიზმის დეპარტამენტმა - ზურაბ პატარაძე
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ დაჯარიმებული იყო შსს-ის სამაშველო სამსახურის და არა ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.
„მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სასტუმრო იყო დაჯარიმებული. იყო რიგი დარღვევები. დაჯარიმება მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო შეფასება, მითითება, რომელიც შარშან გაიცა მხოლოდ. იყო გარკვეული დარღვევები და შესაბამისად, კომისიამ წელს არ განიხილა და არ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია. ეს არის სულ სხვა მოცემულობა, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ გამოძიებას“,-თქვა პატარაძემ.
მისი თქმით, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება უახლოეს პერიოდში, თუმცა მინდა განვმეორდე, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი იქნება, თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლები“, -თქვა პატარაძემ.
მან მიუსამძიმრა ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
შსს-ის ინფორმაციით, გუშინ ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 1 - ირანის რესპულიკის. დაშავდა 21 ადამიანი.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა
21 იანვარი, 2021 , 17:25
თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო
21 იანვარი, 2021 , 17:25

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
21 იანვარი, 2021 , 17:10

ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი
21 იანვარი, 2021 , 14:55

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 1-20 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა
21 იანვარი, 2021 , 14:20
საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
21 იანვარი, 2021 , 14:20