უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2018 17:20
font-size

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია

8 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი რუმსში,“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია.

ორდღიანი ღონისძიების მიზანია ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური.

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის იყო:

საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციებისას და სასამართლოში წარმომადგენლობისას;

არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები;

პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა;

განგრძობადი იურიდიული დახმარების საუკეთესო პრაქტიკა და მოდელები;

ადვოკატთა ასოციაციების როლი პრო ბონო სერვისების განვითარებაში;

ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში.

კონფერენციას დაესწრნენ ადვოკატები 11 ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის 7 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი