უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2017 11:50
font-size

სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია - „ლეოგრანდის“ მფლობელი

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა, ეროლ ავგორენმა განაცხადა, რომ სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

„სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია“, -უთხრა თურქმა ბიზნესმენმა ჟურნალისტებს.

ავგორენმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან აღნიშნა, რომ სასტუმროში მომუშავე პერსონალი არ გათავისუფლდება მომხდარის გამო.

„ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”, - თქვა სასტუმროს მფლობელმა.

ბათუმში 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.

ანა მებურიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა

21 იანვარი, 2021 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

21 იანვარი, 2021 , 17:25

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მისამართის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი წელს გლდანში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

21 იანვარი, 2021 , 17:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას განიხილეს ის ნაბიჯე

ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2021 , 14:55

ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო, გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. &bd

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 1-20 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა

21 იანვარი, 2021 , 14:20

დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით 161 289 განაცხადია დარეგისტრირებული.   აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შ

საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

21 იანვარი, 2021 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლ