უკან

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2020 15:20
font-size

აუცილებელია, გამოცხადდეს 6-თვიანი გადავადება (პროცენტზე მორატორიუმით) შემოსავლების გარეშე დარჩენილი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის - „სოციალ-დემოკრატიული პარტია“

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია აშკარაა. არც მოლოდინებია პოზიტიური, რაც, უახლოესი თვეების განმავლობაში, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის რადიკალურ გაუარესებას მოასწავლებს, - ამის შესახებ განცხადებას „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ავრცელებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, დღეს ბევრი ოჯახისთვის უმძიმეს ტვირთად იქცა არათუ სესხების გასტუმრების, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათით უზრუნველყოფის საკითხი. მათი თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია ქმედითი, რადიკალური ზომების გატარება, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში არ აღმოჩნდეს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

„ეპიდემიის პირველი ტალღის დროს სესხებზე სამთვიანმა მორატორიუმმა მხოლოდ გადაავადა, მაგრამ არ აღმოფხვრა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საკრედიტო დაწესებულებებისადმი მზარდი დავალიანების პრობლემა. აუცილებლად მიგვაჩნია, გამოცხადდეს 6 -თვიანი გადავადება (პროცენტზე მორატორიუმით), განსაკუთრებით შემოსავლების გარეშე დარჩენილი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. მათ, ვისაც არ უფიქსირდება ბოლო 6 თვის მანძილზე შრომითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, სრულად უნდა მოეხსნათ გადახდის ვალდებულება 6 თვის განმავლობაში. ხოლო მათ, ვისაც უფიქსირდებათ შემოსავალი, დაეკისროთ ისეთი ვალდებულება, რომელიც საფრთხის ქვეშ არ დააყენებს ცხოვრებისათვის მინიმალურად აუცილებელი თანხების შენარჩუნებას, კერძოდ, 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სავალდებულო გადახდის ზღვარი განისაზღვროს შემოსავლის 10% - მდე; 1001-5000 ლარის შემთხვევაში - 20%-ით; 5001 – 10 000 ლარის შემთხვევაშო – 30%-ით, ხოლო 10 001 ლარზე მეტის შემთხვევაში - 40%-ით. ეს ღონისძიება ასიათასობით ოჯახს შეეხება.

ამავე დროს, იმისათვის, რომ ბანკების ქმედუნარიანობა არ დაზიანდეს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მათი დეპოზიტების თანხების გაცემას და არ შეაფერხებს როგორც ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ეკონომიკაში გამოყენების შესაძლებლობას, ისე მათ მიერ დამატებითი, ახალი რესურსების მობილიზებას,“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი