უკან

ეკონომიკა

4 აპრილი, 2020 11:35
font-size

სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია - ლევან დავითაშვილი

„ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის იყო განსაკუთრებული პრიორიტეტი. პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ, აგრარული დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თვითუზრუნველყოფის ზრდას და აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს.“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმად, ნაკლებად კონკურენტუნარიანი წარმოებების მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური გარემო შეცვლილია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები და ანალიზი. გაერო მოუწოდებდა ცალკეულ ქვეყნებს, არ შემოეღოთ სავაჭრო შეზღუდვები, რათა სასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ჩვენ, არსებულ ვითარებაში, ვერ დაველოდებით სხვადსხვა ქვეყნის კეთილ ნებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკა ლიბერალურია და გახსნილია საბაზრო რეჟიმები, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე, განსხვავებით ბევრი კრიტიკოსის და ოპოზიციონერისგან, რომლებიც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტს ირჩევდნენ და, შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო ქართული წარმოების მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად კი, ბევრი ქართული პროდუქტი გაჩნდა დახლებზე.
ისეთი წარმოებები, რომლებიც შეიძლება თავისუფალ რეჟიმში არაკონკურენტუნარიანი იყოს, მაგალითად აგარის შაქრის ქარხანა, გარკვეული ხელშეწყობის პირობებში - ეს იქნება შეღავათიანი სატრანსპორტო რეჟიმები ან საკრედიტო მექანიზმები, შეძლებენ წარმოების აღდგენას ან დაწყებას.

იგივე შეიძლება ითქვას პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე, როგორიც არის, მაგალითად, მაკარონი, რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება ვერ იყოს კონკურენტუნარიანი.

დაწყებულია კომუნიკაცია მწარმოებლებთან, ეკონომიკის სამინისტრო არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ მიმართულებაში, ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება მწარმოებლებს პირობებზე, რაც მხარდაჭერა იქნება იმისათვის, რომ შეძლონ წარმოების განვითარება.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმება. როდესაც ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს. იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის