უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2020 17:40
font-size

სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები - ლევან დავითაშვილი

„სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუაციაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც კრიზისის პირობებშია და ებრძვის ამ ახალ გამოწვევას, ამ ეპიდემიას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებული ვითარების შექმნის პირველი დღიდან არსებობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც მუშავდება სამოქმედო გეგმა, გადანაწილებულია ფუნქციები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

„24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, შტაბი შექმნილია სამინისტროშიც. ყველა კონკრეტულ მიმართულებას ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახდენს კოორდინაციას და მუდმივ კავშირშია ბიზნესოპერატორებთან, კერძო სექტორთან და ყველა ჩართულ მხარესთან. განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო ზონებია ქვემო ქართლში, რაც გამოწვევაა შეუფერხებელი მომარაგების კუთხით. როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ჩნდება სირთულეები იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლობით არის გამოწვეული. ეს არ არის სასურველი გადაწყვეტილებები, მაგრამ არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას.

სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა. დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა ღამის საათებში, გარკვეულწილად შეზღუდულია და მათ უწევთ გადაეწყონ ახალ მოცემულობაზე. ქვემო ქართლში შეიქმნა 6 მსხვილი სადისტრიბუციო ცენტრი იმისთვის, რომ, შეზღუდული მობილობის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არ მოხდეს საკვებით უზრუნველყოფაში შეფერხება. ეს საკითხი დალაგდა - კოორდინირებულად ხდება როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე ქვეყანაში წარმოდგენილი მსხვილი დისტრიბუტორების დაკავშირება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მოთხოვნების, საკარანტინო მოთხოვნების დაცვა და ამ პირობების გათვალისწინებით მოქმედება”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

28 მაისი, 2020 , 12:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28 მაისი, 2020 , 11:23

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2020 , 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა