უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 17:30
font-size

სასურველია, მომავალში საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მოქალაქეებს - თამარ ჩუგოშვილი

„წინასაარჩევნო პროცესი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, რომლითაც ჩვენ ქვეყანას შეუძლია იამაყოს, სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან მძიმე, ნეგატიური, პოპულიზმით, ურთიერთბრალდებებით, შეტევებითა და შეურაცხყოფებით აღსავსე“< – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანად საარჩევნო პროცესი ძალიან დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, დროულად დასრულდეს აღნიშნული პროცესი, რადგან მარტივი ასატანი არ არის, რა ფორმებიც მიიღო ამ ყველაფერმა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატის ვარაუდით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება.

„რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, არა მგონია, რომ რამე განსაკუთრებულ პრობლემას შეიძლება, ელოდეს ქვეყანა. ვფიქრობ, არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით. ამის ყველანაირი მოლოდინი გვაქვს და არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული პრობლემა უნდა მივიღოთ ამ ყველაფრით“, – თქვა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სასურველია, რომ სამომავლოდ საარჩევნო კამპანიები მოსახლეობისთვის სტრესის მომტანი არ იყოს.

„სასურველია, მომავალში მაინც ყველამ ერთად შევძლოთ, საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მოქალაქეებს და არ ვაყურებინოთ ბინძური კამპანიები“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

კრისტინ ლაგარდი თბილისში სამუშაო შეხვედრებს იწყებს

20 მაისი, 2019 , 10:15

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი კრისტინ ლაგარდი თბილისში სამუშაო შეხვედრებს დღეს დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ერთობლივი პრესკონფერენცია მთავრობის ადმინისტრა

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

20 მაისი, 2019 , 10:15

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახ

მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს

20 მაისი, 2019 , 10:15

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ცენტრალ

საკრებულოს არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

20 მაისი, 2019 , 10:15

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 8-ვე ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბუ

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

19 მაისი, 2019 , 20:42

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ. დღეს, თბილისშ

კახა კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

19 მაისი, 2019 , 11:40

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაც