უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ივლისი, 2020 11:00
font-size

სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს ბიზნეს სექტორს, რაც პარლამეტში გამოხატეს კიდეც - კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლების პარალმენტში გაკეთებულ რეაქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გაცხარება, პირდაპირ არ არის დაკავშირებული „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან, ვინაიდან ბიზნესმა ეს კანონი იცოდა და კომპრომისიც მიღწეულია ამ საკითხზე.

მისი განმარტებით, ბიზნესის რეაქცია კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა, რომელიც მთლიანად ტელეკომ ბაზრის ლიბერალიზაციისკენ და ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც მათ რბილად რომ ვთქვათ არ მოსწონთ.
მისივე თქმით ბაზრის ლიბერალიზაცია გარდაუვალია პროცესია და ეს სჭირდება როგორც სფეროს განვითარებას ისე მომხმარებლებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია კომუნიკაციების კომისია აქტიურადაა დაკავებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც ტელეკომ ბაზრისთვის ასოცირების შეთანხმებით სავალდებულოა შესასრულებლად.

ასევე კხა ბექაურმა ახსნა, თუ რატომ ჭირდება ჩაკეტილ ტელეკომ ბაზარს გახსნა და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქვეყანას და მომხმარებელს.

„რას ნიშნავს და რისთვის გვინდა ეს ცვლილებები? სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ ჩაკეტილია. სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის კომპანიები სარგებლობენ შეზღუდული რესურსით, რასაც სიხშირული სპექტრი ჰქვია და ასევე სახელწიფოსგან ნებართვებს იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ გარკვეული ნებართვები გაიცემა და ამავდროულად გარკვეული ლიცენზიები გაიცემა და ისინი პრივილეგირებულნი არიან ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ, სიხშირული სპექტრის რესურსი შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე“- აღნიშნა კახა ბექაურმა.

მან ასევე განმარტა, როგორ მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზარი დღეს.

„დღეს ეს ბაზარი ჩაკეტილია იმ კომპანიებში, რომლებსაც ეს რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და სატელეკომუნიკაციო რესურსებს საზოგადოებასა და სხვა ოპერატორებს მხოლოდ ისინი აწვდიან. როგორ მუშაობს ევროპა და რას ვაკეთებთ ჩვენ ბოლო წლებში? ეს ბაზარი უნდა გაიხსნას.

სატელეკომუნიკაციო დარგი იმით განსხვავდება სხვა დარგებისგან, რომ ურთულესი კონსტრუქცია აქვს, ტექნოლოგიური სერვისები ინფრასტრუქტურა თავისი არსით რთულია. მაგალითად, ევროპული ბაზარი იცნობს 14 საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ. ეს არის საბითუმო ბაზარი მაგალითად ოპტიკურ-ბოჭკოვან წყვილებზე დაშვების ბაზარი, ოპტიკურ-ბოჭკოვან არხებზე დაშვების ბაზარი, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი, ხმოვანი მომსახურების ბაზარი, მობილური ინტერნეტის ბაზარი. 14 ბაზარია სულ და ეს 14-ვე ბაზარი თითქმის დაკეტილია. დაკეტილია ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს კომპანიები აწვდიან ამ საბითუმო ბაზარზე როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებს. როგორ უნდა იყოს რეალურად? უნდა იყოს ისე, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოაყენებინონ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და უნდა დაუშვან სხვა ნებისმიერი ოპერატორები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისები მიაწოდონ. ანუ ე.წ. ვირტუალური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ როგორც ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული და დაგეგმილი ცვლილებებით ტელეკომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, ხარისხი მოიმატებს და შესაბამისაც მომსახურების ღირებულებაც გაიაფდება.

„ამისთვის მომზადებაც ძალიან რთულია. 14-ვე ბაზარი რომ გახსნა, მით უმეტეს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ძალიან რთულია. ერთი, რაც ამისთვის საჭიროა, განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია დავნერგეთ. რატომ გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანია ქსელზე დაუშვას ქსელის ოპერატორმა და გამოიყენოს მობილური ინტერნეტის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქსელის ოპერატორს მობილური ინტერნეტის ბაზარზე როდესაც სერვისს ახორციელებს, მისი ხარჯები რამდენია და არა ვთქვათ, ხმოვანი სერვისის. ეს აუცილებელი იმიტომაა, რომ ვირტუალური ოპერატორი ისე ვერ შემოვა, თუ ქსელის ოპერატორმა სწორი ფასი არ შესთავაზა თავის ქსელზე დაშვების. ამიტომ აუცილებელია განცალკევებული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თითოეულ ამ ბაზარზე ქსელის ოპერატორებს რა უჯდებათ, როგორც ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება. სხვანაირად ვირტუალურ ოპერატორებს ვერ დავუშვებთ, რადგან არ გვეცოდინება რა არის გონივრული ფასი, რა ფასიც ქსელის ოპერატორებმა მათ უნდა შესთავაზონ“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, დღეს ჩაკეტილია სატელეკომუნიკაციო ბაზარები და კომუნიკაციების კომისია ევროპული კანონმდებლობის და პრაქტიკის დანერგვით სწორე მათ გასახსნელად ემზადება, რაც ბიზნეს დიდად არ მოწონს და პროტესტიც აქვთ.

„შესაბამისად ძალიან დიდი პროტესტი აქვს ამაზე სატელეკომუნიკაციო სექტორს, მაგრამ ესმით, რომ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და შესაბამისად მათი საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს აქ, იმისთვის რომ ბაზარი გაიხსნას, კონკურენცია გაიზაროს და სერვისები გაუმჯობესდეს, “- განაცხადა კახა ბექაურმა.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ახალი პარტნიორობის ინიციატივა იწყება

10 აგვისტო, 2020 , 17:58

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერ

“ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული…”

10 აგვისტო, 2020 , 17:50

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

10 აგვისტო, 2020 , 17:35

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სვანეთში დახ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0743 ლარი გახდა

10 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

TV „იმედმა“ გაავრცელა ცალმხრივი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია - „კავკასუს ონლაინი“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„კავკასუს ონლაინი“ განცხადებას ავრცელებს და გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის 2 აგვისტოს გასულ სიუჟეტს - „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა&l

ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

10 აგვისტო, 2020 , 17:20

2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე