უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2019 12:10
font-size

საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა - „თბილისი ენერჯი“

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სექტემბრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

„ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის.

სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784); ისანი-ვაზისუბანში (488 ) და სანზონაში (303) ჩაიხსნა.

რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება: სამგორი - 784, ისანი-ვაზისუბანი - 488, სანზონა - 303, ჩუღურეთი - 292, კრწანისი - 269, გლდანი - 259, ნაძალადევი - 137, დიდუბე - 133, ნუცუბიძე - 83, დიღომი - 79, საბურთალო - 35, მთაწმინდა - 31, ვაკე - 22, წყნეთი - 3, სულ - 2918.
კომპანია „თბილისი ენერჯი" გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება - არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი, 2021 , 17:40

დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯ

ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო

27 იანვარი, 2021 , 17:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო. როგორც "მედიანიუსს" უწყებიდან აცნობეს, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა

27 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

27 იანვარი, 2021 , 17:20

2021 წლის 27 იანვარს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა. წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მეორე სავალუტო ინტ

მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებენ - მერიიის სკანდალური გადაწყვეტილება და აუქციონი

27 იანვარი, 2021 , 16:35

დედაქალაქის ცენტრში, მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს კალაძის უწყება სარეკრერაციო ზონის სტატუსს უცვლის და მას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე - ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებს.  

ოპოზიციას მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება უფლებამოსილება - მამუკა მდინარაძე

27 იანვარი, 2021 , 15:25

ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინა