უახლესი ამბები
არქივი
მოზაიკა


საცხოვრებელი მეტეორიტისგან - ვის ეკუთვნის სახლი, რომლის აშენებაზე 12 მილიარდი დაიხარჯა?!
ქვის მეტეორიტით სახლების მშენებლობა და გაფორმება სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს მასალა, რაღა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის იაფი...
მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სახლი მოპირკეთებულია ქვის მეტეორიტის ნაწილებისგან და მისი აშენება მართლაც რომ კოსმიური თანხა - 12,2 მილიარდ აშშ დოლარი დაიხარჯა, მშენებლობა 2012 წელს დასრულდა.
მთავარ ოთახში დგას ბარის დახლი, რომელიც ქვის მეტეორიტის მოზრდილი ნაჭრისგან არის გამოთლილი.
გარდა ამისა, სახლის მოპირკეთებაზე დახარჯულია 200 ტონა ოქრო და პლატინა.
იატაკი და კედლები გაფორმებულია ტირანოზავრის ძვლებით, რომელიც 65 მლნ წლის წინ ცხოვრობდა!
პროექტის ავტორია ცნობილი არქიტერქტორი სტიუარტ ჰიუზი, სამშენებლო სამუშაოებს კი ხელმძღვანელობდა კევინ ჰუბერი, შვეიცარული სამშენებლო კომპანიის exklusivHAUS-ის პრეზიდენტი.
ავტორების ჩანაფიქრით, სახლი უნდა ყოფილიყო ბრწყინვალე - როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, რათა ასეთი მდიდრული, იშვითი და განუმეორებელი დიდხანს ვერავის ვერაფერი შეექმნა.
ეს საოცარი ქმნილება შვეიცარიაში, ცუგის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და 2,5 ჰექტარზეა გაშლილი.
სახლის პატრონის სურვილია, მისი ვინაობა უცნობი დარჩეს. ამბობენ, რომ სახლი შვეიცარიის მოქალაქის დაკვეთით აშენდა.
საცხოვრებელი ფართობია 752 კვ. მეტრი, 388 კვ. მეტრი ტერასას უჭირავს, ხოლო 245 კვ. მეტრზე ღვინის მარანია განთავსებული.
გარდა ამისა, სახლს აქვს 4 ავტოფარეხი და სარდაფი.
რაც შეეხება სახლის ფორმას, მას თანამედროვე დიზაინი და ბრტყელი სახურავი აქვს.
ისე საინტერესოა, რას განიცდის ადამიანი, რომელსაც ასეთი კოლოსალური თანხა აქვს დახარჯული და იცის, რომ მის მსგავს სახლს მსფლიოში დიდხანს ვერავინ ააშენებს (ან , იქნებ, არც ააშენებს).
თუკი თქვენც აპირებთ სახლის აშენებას, ბევრი საინტერესო და, ამასთან ერთად, სასარგებლო ინფორმაციას წაიკითხეთ ვებგვერდზე: https://metalokramiti.ge/

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
9 თებერვალი, 2021 , 20:28

რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?
3 თებერვალი, 2021 , 19:09

როგორ ვიქირაოთ მანქანა?
29 იანვარი, 2021 , 19:39

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
9 იანვარი, 2021 , 11:59

რა იწვევს ვარიკოზს?
4 იანვარი, 2021 , 17:40

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი
28 დეკემბერი, 2020 , 15:57