უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 სექტემბერი, 2023 13:32
font-size

საუბრობთ, თურმე ქონებები მაქვს და არ ვარეგისტრირებ, ამ ინტრიგაში ვერ აგყვებით - გია ვოლსკი

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილისგან გინდათ, ადამიანი შექმნათ, რომელსაც რაღაც საიდუმლო ძაფები უკავია ხელში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს არის ადამიანი, ვისაც აქვს სიკეთეების უშველებელი ჩამონათვალი, რაც ქვეყნისთვის გააკეთა. სხვა ნიშნით მისი დახასიათება არ შეიძლება. გინდათ, ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს ტალახი მოსცხოთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გახვიდეთ. საუბრობთ, თურმე ქონებები მაქვს და არ ვარეგისტრირებ, ამ ინტრიგაში ვერ აგყვებით. სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან პირნათელი იყოს. პირნათელი რომ არის, ეს გამოჩნდა და ამან ისტერიკაში ჩააგდო მედიასაშუალებები. ამ ისტერიკის გადაფარვა იმით უნდათ, რომ ფარცხალაძე სანქცირებულთა რიგებში აღმოჩნდა. ეს არის ხავსი, რომელსაც მოეჭიდეთ, მაგრამ არ მგონია, გაგიმართლოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით

22 სექტემბერი, 2023 , 18:04

საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, გერმანიის ელჩთან, პიტერ ფიშერ

იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე

21 სექტემბერი, 2023 , 14:16

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი

21 სექტემბერი, 2023 , 13:48

როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან  ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის, -

ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი, 2023 , 17:08

აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, - განაცხადა “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა

ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2023 , 14:23

პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასან

სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი- მიხეილ სააკაშვილი

18 სექტემბერი, 2023 , 17:18

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი