უახლესი ამბები
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.
მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი. უკრაინულ დელეგაციას შეხვედრაზე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
საუდის არაბეთში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პრინც სალმანს შეხვდა. ზელენსკი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.
ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ის შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიენტ ჯეი დი ვენსის ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
საუდის არაბეთში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ უკრიანულ მხარესთან შეხვედრა კარგად ჩაივლის და განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი, შეიძლება, „მოგვარდეს“ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

