უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივნისი, 2019 17:25
font-size

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი სურვილის - გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის - დავით ზალკალიანი

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი სურვილის - გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის,- ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის ვიზიტს.

როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთის საგარო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფთანი, ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან თანამშრომლობის დადებით მიმდინარეობას.

„ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, საუდის არაბეთი მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, “- განაცხადა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში და ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობას, ამ კუთხით აღინიშნა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავია რეისები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში მიღწეულ შედეგებს, აღინიშნა, რომ ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის.

ამასთან, მინისტრი მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მინისტრის თქმით, ქართული მხარე დიდ ყურადღებას უთმობს არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენას. „დარწმუნებული ვართ, რომ აქ არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებასაც ექნება ძალზე დადებითი შედეგები ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა მის აღმატებულებას იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ-ასაფის და მის თანმხლებ დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის.

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ

ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება - `ქართული ოცნების` წევრი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. "მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული

პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს - ოთარ დანელია

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუ

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსე