უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 ოქტომბერი, 2020 10:44
font-size

საუდის არაბეთში განხორციელებული ცხვრის ექსპორტის ღირებულება 4.5 მლნ დოლარით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ხელშესახები პოზიტიური შედეგები საქართველოს უკვე აქვს. მისივე განმარტებით, გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, მათ შორის, ცოცხალი ცხვრის.

ხანიშვილის თქმით, ფერმერები კმაყოფილები არიან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება, რაც საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული.

გიორგი ხანიშვილი, ცოცხალი ცხვრის საექსპორტოდ მზადების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

შპს „აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.

შპს „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია. საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება.

2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია. 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 6-ჯერ, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქა

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. “ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციე

ვითიბი ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

24 ოქტომბერი, 2020 , 10:45

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში აშენდა და მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც 1000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტის განსახორციელებლად ვითიბი ბანკის მიე

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ცნობით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩ

ნატო ჩხეიძე კარდაკარის პრინციპით ქარელისა და გორის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

21 ოქტომბერი, 2020 , 14:45

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია“- ს  ხა­შუ­რის, ქა­რე­ლის და გო­რის     &

ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

21 ოქტომბერი, 2020 , 12:25

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატალის მიმდებარე ტ