უკან

ეკონომიკა

3 ოქტომბერი, 2017 12:35
font-size

საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ორდღიანი ვიზიტთ იმყოფება

საქართველოს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია საუდის არაბეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani Group” აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი.

ვიზიტი ორდღიანია და გუშინ დაიწყო.

„Al-Bawani Group“-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გაერთიანება „Al-Bawani Group“ 30 წელზე მეტია საქმიანობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის საქმიანობის წამყვანი სფეროებია უძრავი ქონება, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა. მას ოფისები აქვს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში. ჯგუფი მონაწილეობს სხვადასხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის აშენებს სავაჭრო-სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებს.

მსხვილი საუდელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხორციელდება. ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საგარეო საქმეთა სამინსიტრო მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია ერთის მხრივ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, მეორეს მხრივ კი რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.

ეკონომიკურ დიპლომატია ემსახურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს, რაც ქვეყნის განვითარების შედეგებს ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ეწვევა ბიზნესმენთა დელეგაცია, მათ შორის ინდოეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და ა.შ.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი