უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 აპრილი, 2020 16:50
font-size

სავაჭრო-სამრეწველო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ბიზნესის მიერ დათხოვილი თანამშრომლები, კერძოდ, მათი 70.5%, ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში.

"საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატამ COVID- 19 -ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში პალატის 615 წევრმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს. შეზღუდვების დაწესების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებას პალატა უახლოეს მომავალში გეგმავს.

კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო. გამოკითხულ მეწარმეთა უმრავლესობას ათამდე თანამშრომელი ჰყავს. რესპოდენტთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა. დათხოვილი თანამშრომლები (70.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ნაწილობრივი ანაზღაურებით (19.1%) ან ანაზღაურების გარეშე (10.4%). შექმნილმა ვითარებამ მხოლოდ მეწარმეთა მცირე ნაწილზე არ იქონია გავლენა (12.4%). არსებულ ვითარებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, მათ შორის ყველაზე აქტუალურ პრობლემად ფიქსირდება ორგანიზაციის საქმიანობის სრულად შეჩერება (27.7%) ან შეფერხება (12.2%). საწარმოთა ნაწილს (3%) უჭირთ ცვლებში ან შეზღუდული სამუშაო გრაფიკით მუშაობა, არ გააჩნიათ დისტანციურად ოპერირების გამოცდილება და უნარები.

მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რაც წარმოადგენს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობას.

კვლევის თანახმად, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა შეკვეთების შემცირება ან გაუქმებაა (10.2% ). ასევე სახელდება გაყიდვები, მათ შორის ექსპორტი ( 11%). ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 5.3% იყო ტურისტული კომპანიები) სრულად გაუუქმდათ ჯავშნები. რესპოდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ნედლეული არსებითად გაძვირდა, აღარ არის ხელმისაწვდომი ან მათი შესყიდვა შეფერხდა (11.5%), რაც გაცვლითი კურსის ცვლილებით და გაძვირებული იჯარის პირობებში (6.3 %) პირდაპირ აისახება წარმოებაზე და წარმოებული პროდუქტის ფასზე.

მეწარმეთა ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობას სამეწარმეო საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია (9.7%). გამოკითხულთა 15.1% ფიქრობს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის, სახელმწიფომ დროებით უნდა შეამციროს, ან საერთოდ გააუქმოს გადასახადები. მეწარმეთა ცალკეულ ნაწილს აქვს სირთულეები მიმდინარე სესხებთან და დავალიანებებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი, გრძელვადიანი სესხი (12%), არსებული სესხის გადავადება ან სუბსიდირება (5%). ნაწილი კი, ბიზნესის მდგრადობისთვის ცალკეულ წინაპირობებს ასახელებს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება შეზღუდვების გარეშე (14.8%) და გაცვლითი კურსის სტაბილურობა (7.9%). 16.6%-ის თანახმად კი, მათ ბიზნესისთვის აუცილებელია პირდაპირი ფინანსური დახმარება გრანტის ან ახალი პროექტების დაფინანსების გზით", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის