უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2018 14:30
font-size

სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც გადაადგილდება ამ ქუჩაზე და ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა პოლიციელთა მიერ კარვების გადატანას ტრანსპორტის სავალი ნაწილიდან თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტისთვის გზის გადაკეტვა პროტესტის ნიშნად იმ მოსახლეობას აზარალებს, ვინც იქ გადაადგილდება.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება, შეზღუდოს პირის უფლება, გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.

ბატონ ზაზა სარალიძისა და ყველა იმ პირის უფლებების დასაცავად მე და ჩემი აპარატი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქმის ყველა დეტალი, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არის შესაძლებელი, მოვითხოვოთ. ასევე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც სისტემურია. დამეთანხმებით, რომ ამ საქმის მასშტაბი სცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები.

მე სრულიად მესმის პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ბატონ ზაზას ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი.

სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ.

მისასალმებელია პროტესტის ყველა ფორმა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია რომ აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს. კანონიერის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, იმას ვგულისხმობ იმას, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს.

ამავდროულად ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური“, - დაწერა ლომჯარიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19 სექტემბერი, 2020 , 17:54

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 17:21

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალ

თბილსში, ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრ

ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს, აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე. ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად. წარსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვახსო

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვრის დაცვის თანამშრომე

გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს - თენგიზ ცერცვაძე

19 სექტემბერი, 2020 , 14:45

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სა და გრიპის ვირუსის თანხვედრის რისკზე “ღამის კურიერში” ისაუბრა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, რომ კორონავირუსის პრევენციული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.