უკან
ეკონომიკა
11 იანვარი, 2019 17:30
სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით დღეს მესამე ადამიანი გარდაიცვალა
სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი 60 წლამდე მამაკაცი გახდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი წარმოშობით კასპიდან იყო, თუმცა თბილისში ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას გრიპის ვირუსი ჰქონდა, თუმცა უცნობია მიმართა თუ არა მან სამედიცინო დაწესებულებას.
შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.